ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფა ნადალის საროლანგარო მეოთხედფინალში ბრძოლა არ შედგა. რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა 29 წლის (სწორედ დღესაა ნადალის დაბადების დღე) რაფას სამსეტიანი მატჩი 7:5, 6:3, 6:1 მოუგო. ჯოკოვიჩისა და ნადალის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 23:21 გახდა ესპანელის სასარგებლოდ.
წლეულს ნოვაკი და რაფა ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ და ისევე, როგორც მონტე კარლოში, პარიზშიც ბალკანელმა იმარჯვა. დღევანდელი მატჩი ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.
ნადალი მეორედ დამარცხდა "როლან გაროსის" კორტებზე. საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველად მას 2009 წელს შვედმა რობინ სოდერლინგმა მოუგო. სულ რაფას ბულონის ტყის კორტებზე 72 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 70-ში იმარჯვა.