ფეხბურთი

19:58 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი: “ბრაზილიამ უბურთოდ თამაშიც ისწავლა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი ვილიანი გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. 26 წლის ფეხბურთელის თქმით, ნაკრებში დუნგას მისვლის შემდეგ, გუნდმა უბურთოდ თამაშიც ისწავლა.

“მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უკვე საკმაოდ ბევრი თამაში ჩავატარეთ. გუნდი ყოველ მათგანში უმატებდა.

დუნგა თავისი ფილოსოფიით და განსხვავებული მეთოდებით მოვიდა. დღეს, ჩვენ შეგვიძლია როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაში.” – ციტირებს ვილიანის სიტყვებს Goal-ი.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, 11 დღეში, კოპა ამერიკის გათამაშებაში ჩაერთვება. “სელესაო” ჯგუფში კოლუმბიასთან, პერუსთან და ვენესუელასთან ერთად მოხვდა.

თეგებივილიანი
0.113218