ფეხბურთი

19:02 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას მოურამ პსჟ-სთან გაახანგრძლივა

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა შემტევმა, ლუკას მოურამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას პარიზელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მოურას პსჟ-სთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებდა, ახალი ხელშეკრულებით კი ის საფრანგეთის ჩემპიონ გუნდში 2019 წლამდე რჩება.

ლუკას მოურა პსჟ-ში 2013 წელს, ბრაზილიური “სან პაულუდან” გადავიდა. ფრანგული გუნდის მაისურით მან 109 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

0.114946