ჩოგბურთი

18:38 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ნახევარფინალშია

პარიზში მიმდინარე “საფრანგეთის ღია პირველობის” მეოთხედფინალში პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი ამერიკელი სერენა უილიამსი იტალიელ სარა ერანის დაუპირისპირდა. უილიამსმა მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო, სერენამ 6:1, 6:3 იმარჯვა. შეხვედრა საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. ამერიკელმა 10 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

უმცროსი უილიამსი “როლან გაროსის” ნახევარფინალში შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკის შეხვდება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი კორტზე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან და ორივე მატჩი სერენას გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსს “საფრანგეთის ღია პირველობა” კარიერაში ორჯერ 2002 და 2013 წლებში აქვს მოგებული.

0.120183