ფეხბურთი

12:07 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესს “პორტუს” დატოვება უნდა

პორტუგალიური "პორტუს" თავდამსხმელის, ჯექსონ მარტინესის მიმართ ინტერესს ევროპის რამდენიმე წამყვანი გუნდი კარგა ხანია იჩენს. თავად კოლუმბიელმა ფორვარდმა დაადასტურა, რომ ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "დრაკონებს" დატოვებს და ახალ გუნდში ითამაშებს.

"ახლა კონცენტრირებული მხოლოდ კოპა ამერიკაზე ვარ, მაგრამ ჩემი მომავალიც ვიცი, "პორტუს" დატოვება გადაწყვეტილი მაქვს", - განაცხადა მარტინესმა.

28 წლის კოლუმბიელით ყველაზე მეტად დაინტერესებული ლონდონის "არსენალია", რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდის.

ჯექსონ მარტინესი "პორტუს" რიგებში 2012 წლიდან მოყოლებული ირჯება. გასულ სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.

0.123064