როგორც ცხონებული სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი იტყოდა: აფსუს, სადღა არიან სოლოლაკის ცასავით კრიალა და კახური ღვინოსავით კამაკამა ქალები... ასეთ გულბოყდამწველ სიტყვებს სოლომონა ჯერ კიდევ მაშინ იძახდა, როდესაც პლასტიკური ქირურგია არ არსებობდა და ლამაზმანთა ტან-ფეხ-მკერდზე სილიკონის მსახვრალ ძალას არ გადაევლო. აბა ახლანდელი ამბები რომ ენახა, ალბათ გული ვარამით ჩაენაცრებოდა იმასაც და სხვებსაც...
აი მაგალითად, განა რა სჭირდა ისეთი ამ მშვენიერ ირინა შეიკს, რომ მკერდი გაედიდებინა? განა მისი კოხტა მკერდის მნახველნი ისედაც თვალებს ირიბად არ ვაფახულებდით? განა თქმა უნდა იმას, რომ ნაღდი სილამაზე სჯობს შერემონტებულსა და ნაქირურგალს?
მაგრამ თათრის ქალმა ირინამ არადა არ დაიშალა თავისი! კრიშიანიუ რონალდუსთან განშორების შემდეგ, თემურ ბაბლუანის გმირ გელა ბენდელიანივით ბევრი დრო გამოუჩნდა, შეუჩნდა ცოდვის ჭია და მკერდი ისე დაიბუშტა, როგორც ხოჯევანქში ნაცემი კინტოს სიფათი. არადა მართლაც რომ აფსუს, იმ ოხერ-ტიალი სილიკონის გარეშე რა კარგი და “პაჟალუსტა” რამე იყო...