ჩოგბურთი

23:56 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ წყვილებში წარმატებული სტარტი აიღო

იტალიურ ბრეშიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო ეკატერინე გორგოძის და სლოვენიელი ნასტია კოლარის წყვილმა, რომელსაც მე-4 განთესვა გააჩნია.

გორგოძემ და კოლარმა იტალიელებს – მარტინა გარეგაროს და კრისტიანა ფერანდოს დამაჯერებლად 6:3, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში ხორვატ ტერეზა მრდეზას და პოლონელ კატარჟინა პიტერს გაეჯიბრებიან.

საწყისი რაუნდის მატჩი ჯერაც ჩასატარებელი აქვთ სოფო ქვაცაბაიას და სოფო შაფათავას. ისინი ბელარუს ირინა შიმანოვიჩს და რუს ნატალია ვიხლიანცევას ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელები ერთეულთა შეჯიბრშიც თამაშობდნენ, თუმცა, ძირითად ბადეში ვერ გააღწიეს.

0.113409