ჩოგბურთი

23:22 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭალაგანიძემ საწყისი რაუნდი დასძლია

თურქეთის ქალაქ ადანაში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.

პირველ წრეში თამარ ჭალაგანიძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუმინელ დიანა მარია მიჰაილს 6:2, 6:0 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც პოლონელ ბიენკოვსკას და ნორვეგიელ ფლუდს შორის უმჯობესს ეთამაშება.

ასპარეზობა მალევე დაასრულა ანა ქადაგიძემ, რომელიც საწყის რაუნდში ყაზახ გოზალ აინიტდინოვასთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

წყვილთა მეოთხედფინალში ქადაგიძე და ხსენებული მიჰაილი პირველი რეიტინგის მქონე თურქებს – აკსუს და სეზერს გაეჯიბრებიან, ჭალაგანიძე და პორტუგალიელი ფერნანდეში კი პირველ წრეში სათამაშოდ ვერ გამოცხადდნენ.

0.124217