როგორც Bild-ი იუწყება, დორტმუნდის “ბორუსიას” “ფრაიბურგის” 24 წლის მეკარის რომან ბურკის შეძენა სურს. სავარაუდო სატრანსფერო თანხა 4,5 მილიონ სტერლინგს შეადგენს.
შვეიცარიის ნაკრების მეკარისთვის გასული სეზონი გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო იყო. მიუხედავად იმისა, რომ “ფრაიბურგი” მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, მეკარის თამაშით დორტმუნდული კლუბი დაინტერესდა.
ბურკიმ ბუნდესლიგის 2014-15 წლების სეზონის ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში 47 გოლი გაუშვა. მას ასევე უთამაშია “გრასჰოპერსის,” “შაფჰაუზენისა” და “თუნის” შემადგენლობაში.