ინგლისური მედიის ცნობით, დიეგო კოშტას მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნება სურს. “არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “სიდნეისთან” გამარჯვების შემდეგ ესპანეთის ნაკრების ფორვარდზე ისაუბრა.
“ის ბედნიერია “ჩელსიში” ყოფნით. თუ ფეხბურთელი ჩემს გუნდში თამაშით უბედური არ იქნება, მეც ბედნიერი ვიქნები” – აღნიშნა პორტუგალიელმა.
დიეგო კოშტას პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2006 წელს “ბრაგაში” დაიწყო, შემდეგ რამდენიმე კლუბში ითამაშა, უმეტესწილად ესპანურ კლუბებში, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა.
26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში კი გოლი არ გაუტანია.