ფეხბურთი

19:02 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” მაქსიმალური თანხა დაასახელა

როგორც Daily Mail იუწყება, დავიდ დე ხეამ შესაძლოა მადრიდის “რეალში” განაგრძოს კარიერა. აღნიშნული წყაროს ცნობით “რეალი” დე ხეაში 25 მილიონ სტერლინგზე მეტს არ გადაიხდის. 25 მილიონი სტერლინგი ესპანური კლუბის მიერ დასახელებული მაქსიმალური თანხაა. ამ მომენტში კლუბები ტრანსფერის ფინანსურ მხარეებს განიხილავენ.

“მანჩესტერის” 24 წლის მეკარე მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილია. 2011 წელს “წითელმა ეშმაკებმა” დე ხეა სწორედ ერთი მადრიდული კლუბიდან შეიძინეს, ამ ზაფხულს კი იგი შესაძლოა მეორე მადრიდულ კლუბში გადავიდეს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მეკარის “სამეფო კლუბში” შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, ზემოთ კი დღეს გავრცელებული ცნობის შესახებ გაუწყეთ.

0.118686