ფეხბურთი

18:03 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი ყატარში იმუშავებს

წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი ყატარული “ალ არაბის” მთავარი მწვრთნელი გახდება. ამ ინფორმაციას სლოვაკური Sport Mne ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ყატარულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სლოვაკური გამოცემა კარლოსის კომენტარსაც აქვეყნებს: “ამ შეთანხმებით კმაყოფილი ვარ. აქ დიდი მოლოდინებით ჩამოვედი. კარგ სამუშაოს ველი.”

რობერტო კარლოსმა სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს, “ანჟიში” დაიწყო. 2013 წელს მან თურქული “სივასფორი” ჩაიბარა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ასევე თურქულ “აქჰისარ ბელედიესფორს” მიაშურა.

0.116863