ფორვარდი დათო თარგამაძე თავის მენეჯერთან და დონეცკის “შახტარის” გენერალურ დირექტორ სერგეი პალკინთან ერთად ახალ გუნდს ეძებს.
“შახტარის” დუბლებში ვვარჯიშობდი, ხოლო 20 ივნისიდან შვებულება იწყება და ამიტომ, ჯერ არაფერი ვიცი. ჩემი მენეჯერი “შახტარის” გენერალურ დირექტორთან ერთად ახალი გუნდის მოძებნაზე მუშაობს. მსურს თუ არა ევროპაში გადასვლა? რა თქმა უნდა. ზამთარში არ გამოვიდა, თუმცა ვარიანტები იყო. ამის გამო, დუბლებში დავრჩი და ვვარჯიშობდი. “შახტარში” მხარს სერიოზულად მიჭერდნენ და მადლობელი ვარ. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა, რადგან მენეჯერი მუშაობს. ვარიანტები არის, რომლებსაც განვიხილავთ”, - განაცხადა თარგამაძემ ტელეარხ Футбол 1-თან საუბარში.
გასული სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინის პრემიერლიგაში მარიუპოლის “ილიჩევეცის” შემადგენლობაში დაიწყო, სადაც დონეცკის “შახტარმა” გაანათხოვრა, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გამო გუნდი დატოვა.