აკაკი გოგიას ახალმა კლუბმა “ბრენტფორდმა” მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი სპეციალისტი მარინიუს დეიკჰიუზენი დანიშნა. 43 წლის სპეციალისტმა ერედივიზიონის ბინადარი “ექსელსიორი” დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა გოგიას ახალმა მწვრთნელმა ინგლისელებთან. მოსალოდნელია, რომ ჰოლანდიელი კლუბში 2015/16 წლების სეზონში გაწვრთნის და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში “ბრენტფორდის” ხელმძღვანელობა კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.