ფეხბურთი

14:14 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუკია რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს

რუსეთის პირველი დივიზიონში მოასპარეზე ასტრახანის “ვოლგარის” ნახევარმცველი თემურ ბუკია ხსენებული ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რომელსაც ნიკოლაი პისარევი წვრთნის. ამის შესახებ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

რუსეთის ახალგაზრდული 12 ივნისს ამხანაგურ მატჩს მინსკში ბელარუს თანატოლებთან ჩაატარებს, ხოლო შეკრებას 8 ივნისს დაიწყებს.

21 წლის ბუკია სოჭშია დაბადებული და 2013-2014 წლებში რუსეთის პრემიერლიგის კრასნოდარის “ყუბანში” ირიცხებოდა, სადაც ერთი მატჩი ჩაატარა.

2014-2015 წლების სეზონში “ვოლგარში” 26-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ის ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორჯერ მოხვდა.

0.114486