42 წლის ფრედ ჰოიბერგმა “ჩიკაგო ბულსთან” კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური წარდგენა, სავარაუდოდ, დღესვე მოხდება.
Yahoo! Sports-ის ცნობით, ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაშიც ფრედი 25 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჰოიბერგი 2010 წლიდან მოყოლებული აიოვა სტეიტში მუშაობდა, ნბა-ში გატარებული 10 წლიდან კი 4 წლის განმავლობაში სწორედ “ჩიკაგოში” თამაშობდა.