ფეხბურთი

13:40 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” ბერბატოვმა და სტეკელენბურგმა დატოვა

“მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდი დიმიტარ ბერბატოვმა და მაარტენ სტეკელენბურგმა ოფიციალურად დატოვებენ. ბულგარელს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, ხოლო ჰოლანდიელი მეკარე “ფულემიდან” ფრანგულ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესით თამაშობდა და ინგლისში დაბრუნდება.

ინგლისის პრემიერლიგაში დაწინაურებული “ბორნმუთი” ბერბატოვის გადაბირებას ცდილობს და დიდი ალბათობით ბულგარელი კვლავ პრემიერლიგაში სათამაშოდ დაბრუნდება. გასულ სეზონში 34 წლის თავდამსხმელმა 38 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰოლანდიელმა მეკარემ 2014/15 სათამაშო წლების სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა, გაუშვა 5 გოლი 4 მატჩში კი კარის მშრალად შენახვა მოასწრო.

0.158708