ჩოგბურთი

13:08 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ტატიშვილი მარსელის ტურნირზე

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის ქალაქ მარსელში იმყოფება, სადაც 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობს.

კალაშნიკოვამ 2 გამარჯვება უკვე იზეიმა. ოქსანამ კვალიფიკაციაში ჯერ ამერიკელი ნიკოლ მელიჩარი დაამარცხა – 6:3, 6:2, შემდეგ კი მე-6 რეიტინგის მქონე ფრანგ მანონ არკანიოლისაც სძლია – 0:6, 6:3, 6:2.

გადამწყვეტ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის პირისპირ გერმანელი ვივიან ჰეისენი დადგება.

წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა მე-4 ნომრად არიან განთესილნი და მერფვედფინალში პარაგვაელ ვერონიკა სეპედე როიგსა და ამერიკელ ეიჟა მუჰამადს ეთამაშებიან.

ცნობისთვის, ამავე შეჯიბრში მოსინჯავს ძალებს ანა ტატიშვილი, რომელიც უკვე აშშ-ს სახელით ასპარეზობს. პირველ წრეში მისი მეტოქე უკრაინელი კატერინა ბონდარენკო იქნება, წყვილებში კი ანა სწორედ ბონდარენკოსთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი.

0.118712