ფეხბურთი

13:02 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” გოგიჩაიშვილი და ფუხაევი გაუშვა

საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის “ტორპედომ” ნახევარმცველებს გოგი გოგიჩაიშვილთან და ინალ ფუხაევთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. ამის შესახებ ტორპედოელთა ვებგვერდი იუწყება.

21 წლის გოგიჩაიშვილი “ტორპედოში” 2012 წელს ხარაგაულის “ჩხერიმელადან” გადავიდა და გასულ სეზონში ქუთაისელთა რიგებში 3-ჯერ ითამაშა.

23 წლის ფუხაევმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 2014-2015 წლების სეზონში “ტორპედოში” 5 მატჩი ჩაატარა.

0.122161