ბათუმის “დინამოს” პლაჟის ფეხბურთელთა გუნდი იტალიის ქალაქ კატანიაში ევროპის ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. ბათუმელები B ჯგუფში ბულგარეთის “ოდესოსთან”, ესპანეთის “ბალა აზულთან” და რუსეთის “კრისტალთან” ერთად იასპარეზებს.
“დინამომ” ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლება 2014 წელს საქართველოში პლაჟის ფეხბურთში ჩატარებული პირველი ჩემპიონატის მოგებით მოიპოვა.
გუნდი კატანიაში 30 მაისს ჩავიდა. 31 მაისს და 1-ელ ივნისს ივარჯიშა, ხოლო 2 ივნისს თბილისის დროით 13:00 საათზე “ოდესოს” დაუპირისპირდება.