ჭადრაკი

11:19 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინდოეთში მესამე!

მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების წევრი მიხეილ მჭედლიშვილი ინდოეთის ქალაქ ბუბენშვარში დასრულებულ ელიტურ ‘ოუფენ’ ტურნირზე.

პირველი ადგილი 10 შესაძლებლობიდან 8 ქულით ჩანდა სანდიპანმა(ინდოეთი; 2575) დაიკავა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად გამაწილდნენ:

  1. პაველ სმირნოვი (ინდოეთი; 2588),

3.მიხეილ მჭედლიშვილი (საქართველო; 2597);

4.ალექსეი ალექსანდროი (ბელორუსია; 2605).

7-7 ქულით V-XII ადგილები გაიყო მონაწილეთა ჯგუფმა, რომელთა შორის არიან საქართველოს წარმომადგენლები: ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე და მერაბ გაგუნაშვილი.

www.gcf.org.ge

0.129748