დღეიდან და მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქუთაისის სასტუმრო ‘ბაგრატში’ ერთმანეთს გაეჯიბრება ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენელი 50 მანდილოსანი ჩემპიონის ტიტულისათვის სწრაფ ჭადრაკში. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად წარიმართება და შემდეგი დროის კონტროლით გაიმართება: 15 წუთი პარტიისბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
ასპარეზობის ორგანიზატორთა შორის არიან:
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთისჭადრაკის ფედერაცია, ევროპის საჭადრაკო კავშირი; პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციისმხარდაჭერით.
ტურნირის გახსნზე მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, პროფესიონალ მოჭადრაკეთა კავშირის პრეზიდენტმა ემილ სუტოვსკიმ, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
სიმბოლური პირველი სვლა მასპინძელი ქალაქის მერმა გააკეთა სატურნირო რეიტინგ-სიის ლიდერის, მსოფლიოს ექსჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვას შეხვედრაში საერთაშორისო ოსტატ სოფიკო ტერელაძესთან.
მერმა სვლის გაკეთებამდე კონსულტაცია საერთაშორისო დიდოსტატთან გაიარა...
ჩემპიონატს განსაკუთრებულ ელფერს მატებს ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის ასპარეზობა.
პატარა ელენე გიორგაძემ დიდი ხნის ოცნება აისრულა და პირველ ტურში თვით ნონასთან მოუწია დაპირისპირება.
რეიტინგით, ჩემპიონატის სიძლიერით ნომერ მეორე მერი არაბიძე.
მასპინძლები განსაკუთრებით მერის ქომაგობენ...
ჩემპიონატში ნონასა და სტეფანოვას გარდა, კიდევ ერთი მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) მონაწილეობს. რუსი დიდოსტატი მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს 'სწრაფ მოთამაშედ' ითვლება.
ტურნირს 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2570) და ინნა გაპონენკო (უკრიანა; 2429) ლიდერობენ. ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩება ისევ ორეული: დეიმანტე დაულიტე (ლიტვა; 2240) და ელიზაბეტ პეტცის (გერმანია; 2478) შემადგენლობით. მომდევნო ტურში სწორედ ეს ოთხი მოჭადრაკე დაუპირისპირდება ერთმანეთს შესაბამისი ქულებით.
3-3 ქულა ერთბაშად 10-მა მონაწილემ დააგროვა. მათ შორის არიან: სოფიო გვეტაძე (2312), მარიამ ჭოლაძე (1971), სოფიკო გურამიშვილი (2361), ლელა ჯავახიშვილი (2470) და მაია ლომინეიშვილი (2399)
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი - 10 000 ევრო:
I პრიზი - 2000 ევრო; II - 1500; III – 1000; IV – 850; V – 750;
VI - 650; VII - 550; VIII – 450; IX- 350; X -250;
XI - 200; XII – 190; XIII – 180; XIV - 170; XV - 160;
XVI – 150; XVII – 140; XVIII – 130; XIX -120; XX – 110;
18-წლამდე -100;
www.gcf.org.ge