ფეხბურთი

11:10 | 2.06.2015 | ნანახია 1192 - ჯერ

ესიენი “პანათინაიკოსში” გადაბარგდა

“მილანის” ნახევარმცველი მაიკლ ესიენი კარიერას საბერძნეთში, ათენის “პანათინაიკოსის” რიგებში გააგრძელებს. 31 მაისს ათენელებმა პაოკ-ი შინ 2:0 დაამარცხეს და ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. აფრიკელი ფეხბურთელიც აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მოსალოდნელია, რომ ესიენი ბერძნულ გრანდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ანაზღაურების სახით მილიონი ევრო ექნება.

მაიკლს “მილანთან” კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით “პანათინაიკოსში” გადაბარგდება. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 13 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:11 | 02.06.2015
Ginobili.20 (932)

რა ბიჭი იყავ ესიენ
გვერდზე მიგქონდა ნაბიჯი,
არსენალს შეულაღლაღე
ნიჭი გქონია, რა ნიჭი..

წლის სიმბოლურშიც იყავი,
გაგიცნო მთელმა დუნიამ,
ბარსასთან შენი ნასროლით
პეპს(გუარდიოლა) გაეპარა კულია

მოუსაც ევასებოდი
რეალშიც გადაგიყვანა
ტრამვები როარ მიგეღო
მანდ რა ჯანდაბა გინდოდა

12:28 | 02.06.2015
misha+5 (211)

ძალიან მაგარი ინფოა ადმინ,ნამდვილად გაუხარდება პანათინაიკოსის ქართველ გულშემატკივრებს,რომლებიც ძალიან ბევრია საქართველოში....
მაგრამ ამათზე გაცილებით მეტი (3000-ჯერ მაინც)იყო გუშინ სამტრედიაში მოსული მეორე ლიგის მატჩზე ხონის "იმერეთსა" და ვანის "სულორს" შორის.გადამწყვეტი მატჩი იყო ორივე გუნდისთვის.ნუთუ ამაზე ერთი პატარა სტატია არ უნდა მომზადებულიყო??? სამეგრელოს თამაშებზე რაღაცეებს წერდით და იმასაც მოეშვით.უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაფერი,როცა რაღაც სტატიებზე დრო იკარგება და ასეთი საინტერესო თამაშის განხილვა კი არა საერთოთ მეორე ლიგის სატურნირო ცხრილიც კი არაა გამოქვეყნებული. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075277
სარეკლამო ადგილი - 99
X x X