ფეხბურთი

10:50 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდში” რომანი რომანს შეცვლის

“ბილდის” ინფორმაციით, გერმანელი მეკარე რომან ვაიდენფელერი მომდევნო სეზონიდან დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას აღარ დაიცავს. ახალი სეზონიდან გუნდს ტომას ტუხელი უხელმძღვანელებს. გერმანელი სპეციალისტი რომანს სასტარტოში ადგილს არ ჰპირდება, შესაბამისად გოლკიპერმაც გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.

“ბორუსია” ვაიდენფელერის შემცვლელად “ფრაიბურგის” კარის დარაჯ რომან ბიურკის ვარიანტს განიხილავს. შესაძლოა, “დორტმუნდმა” შვეიცარიელი მეკარის სანაცვლოდ 6.5 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ვაიდენფელერი. ბუნდესლიგის გასულ სეზონში გერმანელმა “დორტმუნდის” მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაუშვა.

0.125126