ფეხბურთი

21:45 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ პასტორე დაიბევა

არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ “პარის სენ-ჟერმენთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე გაახანგრძლივა და აგორებულ ჭორებს, რომლის თანახმადაც სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავდა ბოლო მოუღო. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

არგენტინელი ფეხბურთელი პსჟ-ს ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მან ამ დროის განმალობაში 175 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა მიითვალა.

25 წლის მოთამაშემ დასრულებულ სეზონში 51 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 15-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

0.126214