უელსური “სუონსის” მარცხენა მცველი ნილ ტეილორი “გედების” ღირსებას კიდევ ოთხი სეზონი დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმდაც ტეილორი “ლივერპულში” განაგრძობდა კარიერას, თუმცა დღეს ჭორებს ბოლო მოეღო.
ტეილორი “სუონსის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს და 132 მატჩი აქვს ჩატარებული. მან განვლილ სეზონში “გედების” ღირსება 36-ჯერ დაიცვა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.