ფეხბურთი

20:52 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” მენეზში 10-12 მილიონს იხდის

იტალიური პრესის ცნობით, “მონაკო” მზადაა ჟერემი მენეზის დასაბრუნებლად 10-12 მილიონი ევრო გადაიხადოს.

28 წლის ფრანგი შემტევი, გასულ სეზონში, “მილანის” ლიდერი იყო. მან, სერია A-ს 32 თამაშში, 16 გოლი გაიტნა. “როსონერის” არცერთ სხვა ფეხბურთელს მეტოქეთა კარი 7-ზე მეტჯერ არ აუღია.

Corrierr dello Sport-ის ცნობით, მენეზმა, კარგი თამაშით, თავისი ყოფილი კლუბის ყურადღება მიიქცია, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 10-12 მილიონი გადაიხადოს.

ჟერემი მენეზი “მონაკოში” 2006-2008 წლებში თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით მან 62 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

0.128466