დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა საფრანგეთის ღია პირველობაზე ახალი რეკორდი დაამყარა. მერვედფინალში გაელ მონფისის ძლევის შემდეგ შვეიცარიელმა მეთერთმეტედ გააღწია “როლან გაროსის” მეოთხედფინალში, რისთვისაც სხვა არცერთ ჩოგბურთელს მიუღწევია.
ფედერერმა მონფისს 6:3, 4:6, 6:4, 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში თანამემამულე სტენ ვავრინკას დაუპირისპირდება.
“კარგად ვითამაშე და კმაყოფილი ვარ. კორტზე მოვლენები ჩემ მიერ დაგეგმილი სცენარით განვითარდა. ახლა მოდუნების უფლება არ მაქვს - ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები წინ მელის”, - განაცხადა როჯერმა მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ.