ჩოგბურთი

15:54 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვასთვის “როლან გაროსი” დასრულდა (+VIDEO)

პარიზში მიმდინარე “როლან გაროსის” 1/8-ფინალში, ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული მარია შარაპოვა მსოფლიო რეიტინგის მეცამეტე ნომერს, ჩეხ ლუსი საფაროვას დაუპირისპირდა. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ჩეხმა 7:3 მოიგო. მეორე სეტში 5:4-ზე საფაროვას სასარგებლოდ შარაპოვას შეცდომების და ლუსის კარგი თამაში ხარჯზე რუსი დაბრეიკდა და საბოლოოდ 6:7, 4:6 დამარცხდა. მატჩი საათსა და 52 წუთს გაგრძელდა. საფაროვამ 4 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, მარიას 5 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ლუსი ტურნირის 1/4-ფინალში ესპანელ გაბრინ მუგურუზას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ მერვედფინალში იტალიელი პლავია პენეტა 6:3, 6:4 დაამარცხა.

შარაპოვა შარშანდელი “როლან გაროსის” გამარჯვებულია. დღევანდელი მარცხით, მსოფლიოს ნომერი მეორე ჩოგბურთელი 2000 ქულას დაკარგავს, რაც მის რეიტინგზე აისახება.

შარაპოვა - საფაროვას მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=6KIQGiC7uIA

0.117238