ფეხბურთი

14:28 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები სან მარინოში გაემგზავრნენ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს, გამთენიას, სან მარინოში გაემგზავრა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი სან მარინოს ნაკრებთან მატჩით დაიწყებს.

ამ მატჩისთვის, მთავარმა მწვრთნელმა თან შემდეგი მოთამაშეები იახლა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), დაჩი ცნობილაძე („სიონი“, ბოლნისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი ერისთავი („დილა“, გორი), ლევან შენგელია („კოლხეთი“, ფოთი), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე „ცხინვალი“), დათო დარციმელია („სპარტაკუსი“, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ევროშესარჩევის პირველი მატჩი სან მარინოსა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებებს შორის, 3 ივნისს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.117451