ჭადრაკი

12:25 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

ქუთაისში დღეიდან სტარტს აიღებს ევროპის პირადი პირველობა სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი სამ დღეს გასტანს და მას სასტუმრო „ბაგრატი“ უმასპინძლებს. ოფიციალური გახსნა დღეს 14:30 საათზე შედგება, პარტიები კი 15:00 საათიდან დაიწყება.

ტურნირის ორგანიზატორთა შორის არიან: ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, ევროპის საჭადრაკო კავშირი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია.

ასპარეზობაში მონაწილეობას ათი ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ლიტვა, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი და შოტლანდია) 50 მოჭადრაკე მიიღებს. მათ, შორის სამი მსოფლიოს ექსჩემპიონი: ნონა გაფრინდაშვილი, ალექსანდრა კოსტენიუკი და ანტუანეტა სტეფანოვა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 10 000 ევროს შეადგენს.

0.108473