არსებობს საფეხბურთო კლუბები, რომელთაც გულმხურვალე და მკერდმოთიმთიმე ქომაგები არასოდეს დაელევათ, სულ რომ დედამიწა ორბიტიდან გამოვიდეს და სულ რომ მეწყერმა წალეკოს მთელი კაცობრიობა. ასეთ კლუბებს შორის რა თქმა უნდა კატალონიის “ბარსელონაცაა”, რომელიც ქომაგთა ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა.
სხვა მრავალ ლამაზმან გულშემატკივართა შორის, კატალონიური კლუბის მოტრფიალეთა რიგებში უდავოდ გამორჩეულია, ახლახანს 25 წლის მოყრილი უკოხტავესი პერუელი მოდელი, ანდრეა სან მარტინი, რომელმაც გული და ცრემლები “ბარსელონას” მოუძღვნა, მკერდსა და ტან-ფეხს კი შავი დღისათვის ინახავს.
ანდრეა სან მარტინი არამხოლოდ ქუჩაში, ხშირად სამოდელო ჩვენებებზეც კი “ბარსელონას” საკლუბო მაისურით ჩნდება და ამით თვალნათლივ ცხადყოფს თავის საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო გემოვნებას. ერთი ისაა, ბოლო დროს სიზმარში კარლოს ტევესს ხედავს ხოლმე და 6 ივნისს გამოჩნდება ეს სიზმარი რა ჭირად დასჩემდა.