ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ 2015 წლის კოპა ამერიკისთვის საბოლოო 23-კაციანი სია ცნობილი გახადა. ჩილეში გასამართი ტურნირისთვის არგენტინელმა პირველ ეტაპზე 30-კაციანი შემადგენლობიდან 4 ფეხბურთელი ამოაგდო, შემდეგ კი – 3.
საბოლოოდ სახლიდან ეროვნული ნაკრებისთვის თამაშის ყურება შემდეგ ფეხბურთელებს მოუწევთ: ხუან კორნეხო, როდრიგო მილარი, ფერნანდო მენესესი, ხოსე პედრო ფუენსალიდა, მარკო მედელი, ჟუნიორ ფერნანდესი.
კოპა ამერიკის გახსნითი მატჩი ჩილესა და ეკვადორს შორის 12 ივნისს თბილისის დროით ღამის 03:30 საათზე დაიწყება.
სამპაოლის საბოლოო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ჯონი ერერა (“უნივერსიდად დე ჩილე”), პაულო გარსესი (“კოლო კოლო”).
მცველები: გარი მედელი (მილანის “ინტერი”, იტალია), ეუგენიო მენა (“კრუზეირო”, ბრაზილია), მაურისიო ისლა (ქპრ, ინგლისი), გონსალო ხარა (“მაინცი”, გერმანია), მიკო ალბორნოსი (“ჰანოვერი”, გერმანია), ხოსე როხასი (“უნივერსიდად დე ჩილე”).
ნახევარმცველები: არტური ვიდალი (“იუვენტუსი”, იტალია), ჩარლს არანგუისი (“ინტერნასიონალი”, ბრაზილია), კარლოს კარმონა (“ატალანტა”, იტალია), მარსელო დიასი (“ჰამბურგი”, გერმანია), დავიდ პისარო, მატიას ფერნანდესი (ორივე “ფიორენტინა”, იტალია), ხორხე ვალდივია (“პალმეირასი”, ბრაზილია), ფელიპე გუტიერესი (“ტვენტე”, ჰოლანდია).
თავდამსხმელები: ედუარდო ვარგასი (ქპრ, ინგლისი), ანხელო ჰენრიკესი (ზაგრების “დინამო”, ხორვატია), ჟან ბოსეჟური (“კოლო კოლო”), მაურისიო პინილია (“ატალანტა”, იტალია), ედსონ პუჩი (“ურაკანი”, არგენტინა), ალექსის სანჩესი (“არსენალი”, ინგლისი).