დღეს სპორტკომპლექს არენაში საქართველოს მორიგი საკალათბურთო სეზონი სუპერთასის მატჩით დასრულდა. ერთმანეთის პირისპირ ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „შსს აკადემია“ და ეროვნულ თასის მფლობელი „დინამო“ წარსდგნენ. ოთარ ქორქიას სახელობის პრიზისთვის ბრძოლის წინ ფავორიტად კოტე ტუღუშის გუნდი ითვლებოდა, რადგან ირაკლი ხოშტარიას კრებული სუპერთასის შეხვედრას დანაკლისით შეხვდა. დინამოელთა შორის კარგახანია არ თამაშობს ხორვატიელი უკანახაზელი მარკო პოპოვიჩი, ხოლო საჩემპიონო პლეი ოფის მსვლელობისას ტრავმა მიიღო და გუნდს ილია ლონდარიძე გამაკლდა.
მოლოდინი გამართლდა “დინამომ“ მხოლოდ საწყის წუთებზე მოახერხა დაწინაურება 5:2 რის შემდეგაც თამაშის სადავეები ხელთ „შსს აკადემიამ“ იპყრო, პრაქტიკუად მთელ მატჩის (38 წუთი და 37 წამი) განმავლობაში წინ გახლდათ და საქმეც საბოლოოდ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. „დინამოს“ რაც შეეხება, თასის მფლობელები მარცხს იოლად არ შეგუებიან და დროდადრო სხვაობის მინიმუმამდე დაყვანასაც კი ახერხებდნენ, ეს ძირითადად მსროლელ ბესიკ ლეჟავას დამსახურებაა, რომელმაც საბოლოოდ 36 ქულას მოუყარა თავი. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „შსს აკადემიამ“ 25:17 მოიგო და საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს 2015 წლის ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი აკადემიელებს ჩვენი ლეგენდარული მოთამაშის ვაჟმა ნოდარმა გადასცა.
გამარჯვებულთაგან ერთბაშად ხუთმა კალათბუთელმა გადააბიჯა ათქულიან ზღვარს, ესენი ბექა წივწივაძე (19), გორგი შარაბიძე (16), გორგი ცინცაძე (15), ნიკა მეტრეველი და ბექა ჩიკვილაძე (12-12) არიან. ჩვენი ქვეყნის 2013 და 2015 წლის ჩემპიონმა "შსს აკადემიამ" საქართველოს სუპერთასი პირველად მოიგო.
მატჩს დასრულების შემდეგ საპატიო სიგელებით აწ უკვე გასული სეზონის გამორჩეული მწვრთნელი და მოთამაშეები დააჯილდოვეს. საუკთესო ახალგაზრდა კალათბურთელად ოლიმპელი ნოდარ გოგოძე დასახელდა, რომელსაც ასევე გელა დარსაძის სახელობის საუკეთესო გამთამაშებლისთვის განუთნილი პრიზი გადასცეს. საუკეთესო მწვრთნელად და კალათბურთელად ჩემპიონისა და საქართველოს სუპერთასის მფლოელის „შსს აკადემიას“ წევრები სცნეს. საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცინცაძე, ხოლო დამრიგებელი კოტე ტუღუშია.
ამით 2014-15 წლებს საქართველოს საკალათბურთო სეზონი დასრულდა.