გუშინ “მილანმა” 2014-15 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში “ატალანტა” 3:1 დაამარცხა. ამ სეზონში “მილანმა” 50 გოლი გაუშვა, რაც კლუბის ანტი-რეკორდის გამეორებაა. მილანელებმა ბოლოს 50 გოლი 1948-49 წლების სეზონში გაუშეს.
სერა ა-ში “როსონერი” ამ წუთისთვის 52 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს, მაგრამ დღეს თუ “ტორინო” შინ “ჩეზენას” დაამარცხებს ინძაგის გუნდი მეათე ადგილზე გადაინაცვლებს.