ფეხბურთი

17:35 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიასმა 23 პარაგვაელი ჩამოწერა

პარაგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამონ დიასმა 2015 წლის კოპა ამიერიკისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სახლში დარჩენა შემდეგ ფეხბურთელებს მოუწევთ: ჟოელ სილვა, ხორხე მორეირა, საულ სალსედო, სელსო ორტისი, ოსკარ კარდოსო, ერნან პერესი, ჟონათან ფაბრო.

პარაგვაი B ჯგუფში არგენტინის, იამაიკის და ურუგვაის წინააღმდეგ იასპარეზებს. პირველ შეხვედრას რამონის შეგირდები 14 ივნისს ხერარდო მარტინოს გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

პარაგვაის საბოლოო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ხუსტო ვილარი (“კოლო კოლო”, ჩილე), ანტონი სილვა (“დეპორტივო ინდეპედიენტე”, კოლუმბია), ალფრედო აგილარი (“გუარანი”),

მცველები: პაულო და სილვა (“ტოლუკა”, მექსიკა), პაბლო აგილარი (“ამერიკა”, მექსიკა), მარკოს კასერესი (“ოლდ ბოისი”, არგენტინა), მიგელ სამუდიო (“ამერიკა”, მექსიკა), ივან პირისი (“უდინეზე”, იტალია), ფაბიან ბალბუენა (ორივე “ლიბერტადი”), ბრუნო ვალდესი (“სერო პორტენო”).

ნახევარმცველები: ვიკტორ კასერესი (“ფლამენგო”, ბრაზილია), ოსვალდო მარტინესი (“ამერიკა”, მექსიკა), ნესტორ ორტიგოსა (“სან ლორენცო”, არგენტინა), რიჩარდ ორტისი (“ტოლუკა”, მექსიკა), ოსმარ მოლინასი (“ლიბერტადი”), ოსკარ რომერო (“რასინგი”, არგენტინა), ედუარდო არანდა (“ოლიმპია”).

თავდამსხმელები: როკე სანტა კრუსი (“კრუს ასული”, მექსიკა), ლუკაშ ბარიოსი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ნელსონ ვალდესი (“აინტრახტი”, გერმანია), ედგარ ბენიტესი (“ტოლუკა”, მექსიკა), დერლის გონსალესი (“ბაზელი”, შვეიცარია), რაულ ბობადილია (“აუგსბურგი”, გერმანია).

0.131604