ფეხბურთი

16:17 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” გიუნდოგანით გაძლიერებას შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა შესაძლოა კარიერა “მილანში” გააგრძელოს.

ფეხბურთელი გერმანულ გრანდს ზაფხულში აუცილებლად დატოვებს. ნახევარმცველის გადაბირება კი “როსონერის” გარდა რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებენ იტალიელები ილქაის სანაცვლოდ.

გასულ სეზონში გიუნდოგანმა 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

0.114707