როგორც gurianews იუწყება, ოზურგეთის “მერცხალის” მთავარ მწვრთნელად ხარიტონ ჩხატარაშვილი დაინიშნა. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ წარადგინა. აღნიშნული წყაროს ცნობით, ჩხატარაშვილის დანიშვნა კლუბის საერთო კრებაზე გადაწყდა.
ხარიტონ ჩხატარაშვილი, რომელიც წარსულშიც წვრთნიდა “მერცხალს,” კლუბის ფეხბურთელებსა და პერსონალს შეხვდა. საუბრის თემა გუნდის სამომავლო გეგმები იყო.
გასული სეზონი გურული კლუბისთვის არც თუ ისე წარმატებული გამოვიდა. “მერცხალი” პირველი ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე იდგა, თუმცა საბოლოოდ შეძლო ადგილის შენარჩუნება.