ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდი ირაკლი კლიმიაშვილმა დატოვა და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ნახევარმცველი იმერულ კლუბს სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და 14 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ირაკლი ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა უცნობია თუ რომელი ქვეყნის გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. კლიმიაშვილს აქამდე სამ უცხოურ გუნდში უასპარეზია, ესენია: “ანჟი”, “ფახთაქორი” და “სკონტო”.