ინგლისის ეროვნული ნაკრების, “ვესტ ჰემის”, “ბორნმუთის”, “ლიდსის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
“განვლილ სეზონში მივხვდი, რომ ბუცების ლურსმანეზე დაკიდების დროა. დროა სახლში დავბრუნდე და სხვა ადამიანების თამაშს ვუყურო.” – განაცხადა ფერდინანდმა.
კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე რიომ ყველა ტურნირზე 710 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ფერდინანდმა 12 სეზონი “წითელი ეშმაკების” რიგებში გაატარა, რომლის მაისურითაც 455 შეხვედრა გამართა.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში რიოს დებიუტი 1997 წელს კამერუნის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. “სამი ლომის” მაისურით ფერდინანდი სულ 81 შეხვედრაში გამოჩნდა და 3 გოლი გაიტანა.
კარიერის განმავლობაში ფერდინანდმა პრემიერლიგა ექვსჯერ, ასოციაციის თასი ერთხელ და ინგლისის ლიგის თასი სამჯერ მოიგო. ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის თასი ერთხელ, 2007/08 წლებში აღმართა, ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი 2008 წელს დააჭაშნიკა.