“იუვენტუსი” “ვოლფსბურგის” და ბელგიის ეროვნული ნარების ნახევარმცველით, კევინ დე ბრუინით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტურინელები კონტრაქტის შეთავაზებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.
23 წლის დე ბრუინი 2014 წელს “ჩელსიდან” “ვოლფსბურგში” 20 მილიონ ევროდ გადავიდა. 2014-15 წლების სეზონში დე ბრუინმა ყველა ტურნირზე ერთად 15 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბელგიელი გერმანიის ჩემპიონატში 21 პასით გამოირჩა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.