ახლო წარსულში ცნობილი ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი შესაძლოა, მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს. მორიენტესი მადრიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის თანაშემწე იქნება. ამის შესახებ ესპანური მედია აქტიურად იუწყება. მორიენტესი გასულ სეზონში "რეალის" B ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობდა.
აღსანიშნავია, რომ ბენიტესი მორიენტესს 2005-2006 წლების სეზონში "ლივერპულში" ავარჯიშებდა. თავის მხრივ, “რეალში” ბენიტესის ოფიციალურად წარდგენას კი ოთხშაბათს ვარაუდობენ.
ფერნანდო მორიენტესი ფეხბურთელობისას "სამეფო გუნდის" რიგებში 1997-2003 წლებში თამაშობდა და ესპანურ ლა ლიგაში 182 მატჩში 72 გოლი გაიტანა.