ამ წუთებში ციურიხში ფიფას 65-ე კონგრესზე მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პირველი რაუნდის შემდეგ გამარჯვებული არ გამოვლინდა. პირველ რაუნდში ბლატერმა 133 ხმა აიღო, ალი ჰუსეინმა კი 73.
საარჩევნო წესდების თანახმად პირველ რაუნდში გამარჯვებულმა პირმა ხმების 2/3 უნდა მოაგროვოს. პირველ რაუნდში იოზეფ ბლატერს გამარჯვებისთვის 7 ხმა დააკლდა, რის შემდეგაც მეორე რაუნდის ჩატარება გამოცხადდა.
მეორე რაუნდში გამარჯვების გამოვლენა მარტივად ხდება. პრეზიდენტი გახდება ის, ვინც 105 ხმას მოაგროვებს. შეგახსენებთ, ფიფაში სულ 209 წევრია.