ჩოგბურთი

19:43 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის საროლანგარო მერვედფინალი

საფრანგეთის ღია პირველობის 2009 წლის ჩემპიონი როჯერ ფედერერი წლევანდელი “როლან გაროსის” მერვედფინალში 23 წლის ბოსნიელის დამირ ჯუმხურის 6:4, 6:3, 6:2 დამარცხების შემდეგ გავიდა. 33 წლის როჯერს კლასიფიკაციაში 88-ე საფეხურზე მდგომი ბალკანელის წინააღმდეგობის დასაძლევად საათნახევარი დასჭირდა. მატჩი ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე ჩატარდა.

დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ფედერერმა ბოსნიელთან დაპირისპირებისას 5 ბრეიკი და 4 ეისი განახორციელა. ფედერერი და ჯუმხური ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

როჯერის სამერვედფინალე მოწინააღმდეგეს ფრანგი გაელ მონფისისა და ურუგვაელი პაბლო კუევასის შეხვედრა გამოავლენს.

0.111819