ისტორია

11:24 | 12.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

12 სექტემბერი

1913. დაიბადა ჯესი ოუენსი. ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსანი. ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს 4 მედალი. ოუენსი პირველი მძლეოსანია, რომელმაც სიგრძეზე ხტომაში 8-მეტრიან ზღვარს გადააბიჯა.


მნიშვნელოვანი ფაქტები

1920. ანტვერპენში თანამედროვეობის მეშვიდე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 29 ქვეყნის 2607 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აშშ-ის ნაკრებს ჰქონდა (41 ოქრო, 26 ვერცხლი, 26 ბრინჯაო), მომდევნო საფეხურებზე შვედი (17, 19, 25) და დიდი ბრიტანელი (14, 15, 12) ათლეტები გავიდნენ.
1922. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 5000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:35.4).
1925. დევისის თასის 25-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი ფილადელფიაში ჩატარდა.
1931. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ვაინსმა ლოტი 7:9, 6:3, 9:7, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 51-ე ჩემპიონი გახდა.
1935. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ვილმერ ელისონმა სიდნი ვუდი 6:2, 6:2, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 55-ე ჩემპიონი გახდა.
1936. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ალის მარბლმა ელენ ჯეკობსი 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 50-ე ჩემპიონი გახდა.
1936. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრედ პერიმ დონალდ ბაჯის 2:6, 6:2, 8:6, 1:6, 10:8 სძლია და შეჯიბრების რიგით 56-ე ჩემპიონი გახდა.
1964. ამერიკელმა მძლეოსანმა რალფ ბოსტონმა, სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8.28).
1965. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარგარეტ სმიტმა ბილი ჯინ კინგი 8:6, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 79-ე ჩემპიონი გახდა.
1965. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, მანუელ სანტანამ კლიფ რიდსდეილს 6:2, 7:9, 7:5, 6:2 მოუგო და შეჯიბრების რიგით 85-ე ჩემპიონი გახდა.
1971. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ბილი ჯინ კინგმა როზმარი კაზალსი 6:4, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 85-ე ჩემპიონი გახდა.
1971. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, სტენ სმიტმა იან კოდეშს 3:6, 6:3, 6:2, 7:6 სძლია და შეჯიბრების რიგით 91-ე ჩემპიონი გახდა.
1972. ლორდმა მაიკლ კილანინმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. მან ევერი ბრენდეჯი შეცვალა.
1976. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯიმი კონორსმა ბიორნ ბორგი 6:4, 3:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 96-ე ჩემპიონი გახდა.
1981. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ტრეისი ოსტინმა მარტინა ნავრატილოვა 1:6, 7:6, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 95-ე ჩემპიონი გახდა.
1982. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჯიმი კონორსმა ივან ლენდლი 6:3, 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 102-ე ჩემპიონი გახდა.
1987. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ შტეფი გრაფი 7:6, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 101-ე ჩემპიონი გახდა.
1992. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მონიკა სელეშმა არანტა სანჩეს ვიკარიოს 6:3, 6:3 მოუგო და შეჯიბრების რიგით 106-ე ჩემპიონი გახდა.
1993. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, პიტ სამპრასმა სედრიკ პიოლინი 6:4, 6:4, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 113-ე ჩემპიონი გახდა.
2006. სექტემბრის ბაშოზე, კომუსუბის ტიტულით მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ მეორე ოძეკი ჩიოტაკაი დაამარცხა.
2007. ბაქოში, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფრედ (1:1) დაასრულა ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრებთან.
2007. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად თამაზ თევზაძე აირჩიეს.
                                      
ამ დღეს დაიბადნენ

1909. ვლადიმერ ლავროვი. 1936 წელს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი გოლის ავტორი გახდა.
1913. ჯესი ოუენსი. ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსანი. ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს 4 მედალი. ოუენსი პირველი მძლეოსანია, რომელმაც სიგრძეზე ხტომაში 8-მეტრიან ზღვარს გადააბიჯა.
1949. ირინა როდნინა. ციგურებით ფიგურულად სრიალში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976, 1980). 1972 წელს როდნინა ულანოვთან წყვილში გამოდიოდა, ხოლო მომდევნო ორ ოლიმპიადაზე ზაიცევთან ერთად.
1953. ჯონ უილიამსი. ამერიკელი მშვილდოსანი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1958. ვილფრედო ბენიტესი. პუერტორიკოელი მოკრივე. მსოფლიოს ექსჩემპიონი. პლანეტის უძლიერესი მოკრივის ტიტული მოიპოვა 17 წლის ასაკში.
1980. იაო მინი. ჩინეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ჰიუსტონ როკეტსის” ცენტრი (226 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩისა და ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

0.124096