ჭადრაკი

17:09 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

12 მონაწილე თებერვალში ითამაშებს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს 71-ე ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის დასრულების შემდეგ ის 5 მოჭადრაკე გამოვლინდა, რომლებიც ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან. ესენი სოფო გვეტაძე (2313), სოფო ნიკოლაძე (2174), ანა კუჭავა (2174), ინგა ხურცილავა (2276) და ნანი უნაფქოშვილი (2061) არიან.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მათ გარდა ქალთა 71-ე ჩემპიონატში მიწვეულნი არიან: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგა 2014 წლის 2014 წლის თებერვალში ჩატარდება და აღნიშნული 12 მონაწილე წრიული სისტემით ითამაშებს.

 

0.116183