ფეხბურთი

14:50 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

12 მეტრიანი თასი ეიფელის კოშკის ფონზე

 

მომავალ ოთხშაბათს პარიზში ევრო 2016-ის ლოგოსა და სიმბოლიკას წარადგენენ. ამასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებას ანრი დელონეს თასის გიგანტურ ასლსაც უჩვენებენ.

ევროპის ჩემპიონატის მთავარ პრიზს უეფას პირველი გენერალური მდივნის, ანრი დელონეს სახელი ჰქვია. დელონე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანიც იყო და სწორედ მისი იდეა გახლდათ ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით კონტინენტის ჩემპიონატის ჩატარება. თუმცა, თავად დელონე ტურნირის ჩატარებას ვერ მოესწრო, ის 1955 წელს გარდაიცვალა, პირველი გათამაშება კი მხოლოდ 3 წლის შემდეგ დაიწყო.

12 მეტრიან თასის ასლს ეიფელის კოშკის ფონზე გამოფენენ და ფეხბურთის მოყვარულებს სამახსოვრო სურათების გადაღებაც შეეძლებათ. ღონისძიების მთავარი მიზანია გულშემატკივრებს 24 გუნდიანი ტურნირის შესახებ ამცნონ, რომელიც 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე საფრანგეთის 10 სტადიონზე გაიმართება და იმედია, იქ საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. ყოველ შემთხვევაში, “ჯვაროსნების” მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.

ასევე წარმოადგენენ ევრო 2016-ის ლოგოტიპსა და ვიზუალურ კონცეფციას. ღონისძიებას დაესწრებიან უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ნოელ ლე გრაე და ევრო 2016-ის თავმჯდომარე ჟაკ ლამბერი. 

0.120794