ფეხბურთი

17:19 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალეც MLS-ის გზაზე

იტალიური "უდინეზეს" თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე შესაძლოა ზაფხულში სამშობლოდან წავიდეს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ამერიკული "ნიუ-იორკ კოსმოსი" იჩენს. ამის შესახებ "სქაი სპორტი" იუწყება. 37 წლის ფეხბურთელს უდინურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლო ეწურება.

იმავე წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს გარდა, ვეტერან ფეხბურთელს შემოთავაზებები საუდის არაბეთიდანაც აქვს, თუმცა კონკრეტული გუნდები არ სახელდება.

დი ნატალეს, რომელიც "უდინეზეს" ღირსებას 2005 წლიდან მოყოლებული იცავს, ფრიულთა შემადგენლობაში 422 მატჩში 207 გოლი აქვს გატანილი.

0.113172