ფეხბურთი

17:13 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

უორნერმა ციხე სასწრაფო დახმარების მანქანით დატოვა

ფიფას კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით დაპატიმრებულმა ამ ორგანიზაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა, ტრინიდადი და ტობაგოს ციხე სასწრაფოს დახმარების მანქანით დატოვა.

სასამართლოს ოფიცრის, იბრაგიმ ალის თქმით, 72 წლის უორნერმა გადაღლა მოიმიზეზა და ციხის კართან შეკრებილი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა თავიდან აირიდა.

უორნერი პოლიციას თავად ჩაბარდა და ღამე ციხეში გაატარა. მას სასამართლოს წინაშე წარსდგომა ივლისში მოუწევს. მოსამართლემ ჯეკს პასპორტის ჩაბარება და კვირაში ორჯერ პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება დააკისრა.

ტრინიდადი და ტონაგოს გენერალურმა პროკურორმა გარვინ ნიკოლასმა განაცხადა, რომ აშშ-ს ორი თვე აქვს, რათა ფიფას ექს-ვიცე-პრეზიდენტის ექსტრადაცია ოფიციალურად მოითხოვოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში უორნერს ბრალს სდებენ, რომ 2008 წელს, ფიფას ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან სამჯერადი გადახდით ქრთამის სახით ჯამში 10 მილიონი დოლარი მიიღო.

0.117358