ფეხბურთი

15:12 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენატიას პლუს კუადრადო - ახალი "ინტერი"

მილანის "ინტერმა" 2014-2015 წლების სეზონი მთლიანად ჩააგდო. "ნერაძური" გაისისთვის გაძლიერებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

გამოცემა "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ინტერნაციონალე" მიუნხენის "ბაიერნის" მაროკოელი მცველის, მეჰდი ბენატიას იტალიაში დაბრუნდებას ეცდება. "რომას" ყოფილი ფეხბურთელი 22 მილიონ ევროდ ფასობს, ამ თანხის გაღებაზე კი იტალიური გუნდის ხელმძღვანელები თანახმანი არიან.

გარდა ბენატიასი, "გაძეტა დელო სპორტი" "სან სიროზე" ლონდონის "ჩელსის" შმეტევის, ხუან კუადრადოს გაბარგაბასაც წინასწარმეტყველებს. კოლუმბიელი ფეხბურთელი ლონდონში ზამთარში გადავიდა, თუმცა ახალ გარემოს ვერ მოერგო და ადვილი შესაძლებელია სატრანსფერო ფანჯრის დროს სამყოფელი მართლაც შეიცვალოს. კუადრადოს შემთხვევაში საუბარი საიჯარო ხელშეკრულებაზეა.

ბენატიამ "ბაიერნის" რიგებში ბუნდესლიგაში 15 შეხვედრა გამართა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო კუადრადომ პრემიერლიგაში 12-ჯერ ითამაშა, თავი კი არ გამოუჩენია.

0.14022